27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა.

პრემიერის განაცხადებით, საქართველოს ევროკავშირისგან ბრძნულ გადაწვეტილებას ელოდება.

"ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ მოტივაციის, ამ წახალისების მიცემა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის - მოლდოვა, საქართველო, უკრაინისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნებ ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რატომ არა?! ვგულისხმობ, რომ გრანტირებული კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება აღიარება ჩვენი პროგრესისა, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ჯერ კიდევ საქმე მუშაობის პროცესშია.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ რეფორმებს, ვიქნებით მოტივირებული და ვიქნებით ფორმაში. რა თქმა უნდა, იქნება მონიტორინგული ჯგუფი ევროკავშირიდან, ეს რა თქმა უნდა, არ იქნება ერთი დღეში გადასაწყვეტი, ეს გრძელვადიანი პროცესია ევროკავშირის სრუფასოვან წევრობამდე.

შესაბამისად, ვიტყვი, რომ ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან ბრძნულ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები