27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია "გლობსეკის" ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავს და დასავლეთისგან  მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებს ელოდება

 სიტყვით გამოსვლამდე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბრატისლავაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მოლაპარაკება უკვე გაიმართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან.

შეხვედრებზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემებს, უკრაინას და ომის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.  

აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება -  პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, განხილვაში ჩართული იქნება მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც.

ბრატისლავაში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ნიკოლოზ სამხარაძემ.

ჩვენ მივიღეთ დასტური იმისა, რომ სლოვაკეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არა მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებაში, არამედ ნატოს სამიტიც გვიახლოვდება, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკაფიო სიგნალები იყოს ნატოს მადრიდის სამიტის საბოლოო დოკუმენტში ასახული საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი ფორუმი, მნიშვნელოვანი შეხვედრებია, პრემიერს ექნება დღეს გამოსვლა და იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი წარმატებით დასრულდება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა არც საქართველოსა და არც მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები