27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
როგორ შეცვალა რეალობა უკრაინის ომმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - პარლამენტი სახელწიფო მინისტრს უსმენს

პარლამენტი სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს უსმენს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, რადგან ის უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

ოპოზიცია რამდენიმე მიმართულებით დასვამს კითხვას, მათ შორის, ეს იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქართული მხარის ნაბიჯები და ე.წ. რეფერენდუმის საკითხი.

რა პოლიტიკური ვითარებაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, როგორია განწყობები უკრაინის გათვალისწინებით, როგორ მოქმედებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და როგორ შეცვალა რეალობა უკრაინის ომმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩემი კითხვები სწორედ ამ საკითხებს შეეხება", - განაცხადა "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა. 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საუბარი შეეხება პროექტს "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რეგიონში არსებულ ვითარებას და ახალ სამოქმედო გეგმას.

დღის ამბები