"ერთად ევროპისკენ",- ამ ლოზუნგით მოქალაქეები, 5 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე აქციას გამართავენ. ისინი ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გაგზავნიან.
ორგანიზატორების განცხადებით, ევროპული არჩევანი და ევროპულ ოჯახთან გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, რასაც ისინი საკუთარი გამოსვლით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.