მსოფლიო ჯონი დეპს 6-წლიანი სკანდალური, შეურაცხმყოფელი და მისი კარიერის გამანადგურებელი ოჯახური დავის მოგებას ულოცავს, მაგრამ ემბერ ჰერდი გაგრძელებას აანონსებს.
ემბერმა ჯონის, შეურაცხყოფისთვის, 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, ჯონიმ ემბერს კი 2 მილიონი, თაღლითობის ცრუ ბრალდებისთვის. ასეთია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება.
6-წლიანი დავის შესახებ გადაწყვეტილებას, ჯონი დეპი ინგლისში, ერთ-ერთ პაბში მარტო ელოდა. სამართლიანობის აღდგენის შემდეგ დეპმა პირველი მილოცვა პაბის მიმტანისგან მიიღო. ემბერ ჰერდმა კი, სასამართლოდან გამოსვლისას, დეპის თაყვანისმცემლების ლანძღვა დაიმსახურა.
ყოფილი ცოლი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს, მაგრამ ამის თქმა ემბერ ჰერდმა პროცესის დასრულების შემდეგ ხალხმრავალ სივრცეში ვერ გაბედა და სოციალურ ქსელში დაწერა.
სოციალურ ქსელში პოსტი ჯონი დეპმაც გამოაქვეყნა.
უკვე მეორე დღეა მსოფლიო ჯონი დეპს სამართლიანობის აღდგენას ულოცავს, მაგრამ, შესაძლოა, სახალხო ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდეს. ემბერ ჰერდმა გადაწყვიტა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.