უკრაინის პორტებში რუსეთის მიერ ბლოკირებული ხორბლისა და მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყნებმა მარცვლელულის მარაგი გაზარდონ. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც ცდილობს ხორბლის მოსაყვანად ფერმერები წაახალისოს.
მარცვლეული კულტურების მოსაყვანად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ფერმერებს სახელმწიფო შეღავათიან აგროკრედიტებს სთავაზობს, ქვეყანამ უკვე დახარჯა 71 მილიონი ლარი ხორბლისა და ქერის მოსავლის გასაზრდელად. შარშან საქართველოს ხორბლის წარმოების 35 პროცენტიანი ზრდა ჰქონდა, წელს კი სახელმწიფო უფრო დიდ მოსავალს ელოდება.
ხორბლის მოყვანის და წარმოების ზრდა პრიორიტეტია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვისაც, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე.
ერთწლიანი მარცვლეული კულტურის, მათ შორის ხორბლის, ქერისა და მზესუმზირის მოსავალთან დაკავშირებით ოთარ შამუგია დღეს ფერმერებს კახეთის რამდენიმე რაიონში შეხვდა. ფერმერებმა მინისტრთან იმ მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრეს, რამაც მარცვლეული კულტურის მოყვანის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ სფეროს ხელშეწყობისთვის უკვე 71 მილიონამდე ლარის 4 ათასზე მეტი შეღავათიანი სესხია გაცემული.