27 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ირლანდია უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს - სენატმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღო

ირლანდია უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდს უწოდებს - სენატმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი მარკ დეილი, "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მოქმედებები პასუხობს გენოციდის კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია გაეროს კონვენციით. რეზოლუციაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

სენატმა მოუწოდა ქვეყნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეინარჩუნონ და გააძლიერონ სანქციები კრემლის წინააღმდეგ.

დღის ამბები