27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი ოფიციალურად გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა, უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ CNN წერს. 

"უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან ახალ პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად",- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს.

დახმარების ახალი პაკეტი, ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.

დღის ამბები