27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, სამედიცინო დასკვნა უნდა მოამზადოს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად დღეს, სამედიცინო დაწესებულებაში, ცენტრ ემპათიას ექიმები შევიდნენ. ექსპერტთა ჯგუფმა, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობაზე დასკვნა უნდა მოამზადოს. ექიმებმა დღეს ყოფილი პრეზიდენტს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და გაეცნენ იმ მკურნლობის კურსს, რომელიც სააკაშვილს ვივამედის კლინიკაში უტარდება.  კლინიკის დატოვების შემდეგ , ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი დიაგნოზებიდან გამომდინარე, საჭიროებს მკურნალობას, რომელიც საქართველოში შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გიული ალასანიამ და ადვოკატმაც მოინახულა. ყოფილი პრეზიდენტის, მისი ინტერესების დამცველის და დედის სურვილია, რომ, მეტი გამჭვირვალობისთვის, ექსპერტიზის პროცესში სახელმწიფომ საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირებიც ჩართოს.

”ქართული ოცნება” სააკაშვილის ამ წინადადების პასუხად ამბობს, რომ ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია დასკვნის მომზადების პროცესში იყოს მეტი სიცხადე და ნაკლები სიმულაცია. სახელისუფლებო გუნდში, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მთავარ მოთხოვნასაც ეხმაურებიან, მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ უარგუმენტოდ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, მხოლოდ სასჯელის თავის არიდებას ემსახურება.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში რუსთავის ციხიდან 12 მაისს გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები