27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ნონა მამულაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან პოლიტიკურ აქტიურობას ითხოვს - იზიარებს თუ არა პარტია თანაგუნდელის კრიტიკას და რას პასუხობს ოპოზიცია

პოლიტიკურ აქტიურობას, ნონა მამულაშვილი პირველ რიგში, მისივე პარტიის თავმჯდომარისგან ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს მიაჩნია, რომ პარტიის ბრძოლის ტაქტიკას ცვლილება სჭირდება, თუმცა კრიტიკა მხოლოდ მის პარტიას არ ეხება.

მამულაშვილის პოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის კონკრეტული წევრის ინდივიდუალურ მოსაზრებას უწოდებენ და უარყოფენ შესაძლო დაპირისპირებას, თუმცა ამბობენ, რომ ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

პარლამენტის დემარში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის აზრით, სასურველი შედეგისთვის კვლავ ერთ-ერთ მისაღებ საშუალებად რჩება, მაგრამ დღეს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მამულაშვილის არაერთხელ გაჟღერებულ იდეას არა თუ სხვა პარტიები, არამედ მისივე თანაგუნდელები არ იზიარებენ.

”ნაციონალური მოძრაობის” ნაწილის მხრიდან, პარლამენტის ბოიკოტზე მორიგი განცხადება, რადიკალიზმის გაგრძელებაა მმართველი პარტიისთვის. ”ქართული ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ ოპონენტების ეს სურვილი უპერსპექტივოა.

მიუხედავად იმისა, რომ ნონა მამულაშვილი საკანონმდებლო ორგანოს დატოვების მომხრეა, არ ფიქრობს, რომ პარლამენტიდან მხოლოდ თვითონ გავიდეს. ამბობს, რომ ბოიკოტს შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ამაზე ოპოზიცია საერთო გადაწვეტილებას მიიღებს. მმართველი პარტია მეათე მოწვევის ოპოზიციონერებს პროდუქტიული მუშაობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის დაიწყონ.

დღის ამბები