ბიო ტულეტის გამოყენება პირველად შეერთებულ შტატებში დაიწყეს გასული საუკუნის 40-იან წლებში და მან ფართო გამოყენება მოიპოვა ისეთ დარგებში, როგორებიცაა სამშენებლო ინდუსტრია, გარე ღონისძიებები, სამხედრო წვრთნები და სხვა. თავდაპირველი, ხის და ლითონის კონსტუქციის ბიო ტუალეტი მძიმე და რთულად პორტაბელურ მოწყობილობას წარმოადგენდა და არასასიამოვნო სუნითაც გამოირჩეოდა, თუმცა, მოგვიანებით ხე მსუბუქმა ბოჭკოვანმა პლასტმასმა ჩაანაცვლა, ხოლო ბიოქიმიის გამოგონებამ კი მას, სიმსუბუქესთან ერთად, სასიამოვნო არომატიც შესძინა. შესაბამისად, ბიო ტუალეტების პოპულარობა შტატებიდან მთელ განვითარებულ მსოფლიოში გავრცელდა და ის ბევრი ინდუსტრიისთვის აუცილებელი პროდუქტი გახდა, როგორც ჩვეულებრივი, შიდა ტუალეტების ალტერნატივა.
სწორედ შეერთებული შტატებიდან იწყება კომპანია Limegeorgia ისტორიაც, სადაც მისმა დამფუძნებელმა დავით ჯიმშელაძემ ამ სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინა და შემდგომში ეს გამოცდილება საქართველოში გამოიყენა. კომპანია ლაიმი აღჭურვილია მხოლოდ ამერიკული წარმოების ბიო ტუალეტებითა და მისი მოსამსახურე მანქანა-დანადგარებით. რადგან ეს სფერო სერვისის სექტორს განეკუთვნება, მომსახურების სტანდარტებიც ამერიკულია, რაც გამოიხატება:
აქვე, უნდა განიმარტოს, რომ როგორც წესი მომხმარებელი ბიო ტუალეტებს არ შეიძენს, არამედ ქირაობს რაიმე კონკრეტული მიზნის, ან პროექტისთვის. მაგალითად: სამშენებლო უბნები, მუსიკალური ფესტივალები, სამხედრო წვრთნები, ნებისმიერი გარე ღონისძიებები, ა.შ.
თუ თქვენ გარე ივენთის ორგანიზებას გეგმავთ (მაგ. კონცერტი, დაბადების დღე, პიკნიკი, აქცია) და თქვენი სტუმრების კომფორტი და უხერხულობის თავიდან აცილება თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ ბიო ტუალეტები და პორტაბელური ხელსაბანები ამაში დაგეხმარებათ. შეკვეთის შემთხვევაში, კომპანია "ლაიმის" კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყობს მათ ტრანსპორტირებასა და სპეციალიზირებული ავტომობილით მომსახურებას, რაც გულისხმობს: მაღალი წნევით რეცხვასა და სრულ დასუფთავებას, ბიოქიმიით, ტუალეტის ქაღალდით, საპნითა და ხელსახოცებით უზრუნველყოფას.
ბიო ტუალეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვაში. კერძოდ, ის ხელს უშლის ფეკალური მასების ჩადინებას მიწისქვეშა გამდინარე წყლებში, ანადგურებს დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს და ხელს უწყობს სუფთა წყლის დაზოგვას. შესაბამისად, ეკოლოგიაზე ზრუნვა კომპანია ლაიმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანიის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანა ეკოლოგიაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, კომპანია "ლაიმის" ბიოტუალეტები არის საუკეთესო არჩევანი და გადაწყვეტილება თქვენი სანიტარული პრობლემების მოგვარებითვის.
(R)