27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ამბავი ხდებოდა, იქ უნდა ყოფილიყო "რუსთავი 2", დღემდე ასეა - ვაკო ავალიანი

28 წელი ქვეყნის და მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი ამბის ეპიცენტრში - "რუსთავი 2" დღეს იუბილარია. ამბიციური გეგმებით ტელეკომპანიის ისტორია 1994 წელს რუსთავში, ერთ ოთახში დაიწყო და უკვე 28 წელიწადია მაყურებელს ობიექტურ, გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას აწვდის.

ამ პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანიამ შეიცვალა არაერთი მფლობელი; იყო სასამართლო პროცესები და მისი დახურვის მცდელობები - თუმცა ყველა ამ გამოწვევას "რუსთავი 2-მა" ღირსეულად გაუძლო და ის კვლავაც ერთგული მაყურებლის სამსახურშია.

"პრაქტიკულად, "რუსთავი 2" არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ტოლი კომპანია. რაც ხდებოდა ქვეყანაში, ის ხდებოდა "რუსთავი 2-ში". სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ამბავი ხდებოდა, იქ უნდა ყოფილიყო "რუსთავი 2", დღემდე ასეა, ამიტომაც - რამდენი ჯგუფი გვყავდა უკრაინაში, ერთადერთი ქართული ტელევიზია ვართ, რომელმაც ასეთი მასშტაბით გავაშუქეთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

მთავარი ამოცანა ახლა არის "რუსთავი 2-სთვის", დაიბრუნოს მაყურებელი," - აცხადებს "რუსთავი2-ის" დირექტორი ვაკო ავალიანი.

დღის ამბები