27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით პატრონაჟი და პროტექცია, რომელიც"ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან ჩანს,  არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ, სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას. დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, დასცინეს მის ოჯახის, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს, დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას.

პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ ამ კუთხით მძიმე სურათია," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები