27 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
თუ საქართველო ზიანდება 1000-ჯერ მეტად ვიდრე რუსეთი, ე.ი. ან უგუნური გადაწყვეტილება უნდა მიიღო ან მტრული შენი ქვეყნისადმი - მამუკა მდინარაძე სანქციებზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების მიმართა, მათ მიმართ პატივისცემა გამოხატა და ოპოზიცია პროვოკაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს - სწორედ ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც საქართველოს ბევრად მეტად დააზარალებს, ვიდრე რუსეთს, ქვეყანამ არ უნდა გააკეთოს: 

"მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ ახალგაზრდა ადამიანების მიმართ, რომლებიც გულწრფელი ემოციით აფექსირებენ სოლიდარობას, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ, რუსეთის სამსახურში იყვნენ, მათი პრესსპიკერები იყვენენ და დღეს კი "პატრიოტებად" გვევლინებიან, მე მათი არ მჯერა. 

რაც შეეხება სანქციებს, რაც უნდა "ნაცმოძრაობას" არასოდეს უნდა გააკეთოთ, რადგან მათი ყველა ნაბიჯი პროვოკაციულია. გუშინ მათ ბრიფინგი ჩაატარეს, აქ ზედმეტი განმარტებაც კი არ არის საჭირო. საქართველოს ცაზე სამხედრო თვითმფრინავები არ დაფრინავენ, ეს ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ, სამხედრო თვითმფრინავებზე მათი განცხადებები ტყუილია. მეორე ის, რომ საჰაერო მიმოსვლა ჩვენსა და რუსეთს შორის, 2019 წლიდან ისედაც შეწყვეტილია. დარჩა ჰუმანიტარული და სატრანზიტო ფრენები. რაც შეეხება მესამე პუნქტს, არის საკითხები, რომლებზეც საჯაროდ ვერ და არ ვსაუბრობთ, მაგრამ რადგან თვითონ ახსენეს დღეს ერთი - სომხეთის ფაქტორი, თვითონვე თქვეს, რომ არის ფაქტორი, რომლის გამოც, ეს თემა სამსჯელოა. ამის იქით აღარ წავალ, რადგან ამით ყველა ხვდება თუ რამდენად პროვოკაციულია მათი მოთხოვნები.

ჩვენ ვამბობთ, რომ სულ არის 3 განზომილება: 1 არის პოლიტიკური და ჩვენი მხარდაჭერა არის მკაფიო,  რაშიც ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და ამას მე შემთხვევით არ ვამბობ. 2 არის ჰუმანიტარული დახმარება, რაშიც ქმედითად ჩართულია საქართველო. 3 ეს არის სანქციების ის ნაწილი, სადაც ერთი მთავარი კითხვა, კონკრეტული ღონისძიება საქართველოს მხრიდან დაწესებული თუ გატარებული, საქართველოს გაცილებით მეტად დააზიანებს თუ ვიდრე მას ვის მიმართ სანქციებზეც შეიძლება იყოს საუბარი?  - თუ ეს ასეა, მაშინ უნდა იყოს ან უგუნურებაში ჩავარდნილი, ან საქართველოს უნდა მტრობდე. ამ სამი თემიდან, 2-ზე ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. თუ საქართველო ზიანდება 1000-ჯერ მეტად, ვიდრე საკუთრივ ის ქვეყანა, რომელსაც ღია აგრესია აქვს, ე.ი. ან უგუნური გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ან მტრული შენი ქვეყნისადმი. მემგონი, არც ერთი უნდა ვქნათ და არც მეორე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები