27 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
"რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამომაფხიზლებელი მოწოდება" - გაეროში საქართველოს ელჩის გამოსვლა

გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის აგრესიის კონტექსტში საქართველოც ახსენა. 

კახა იმნაძემ, სხდომაზე შეკრებილებს უთხრა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამომაფხიზლებელი მოწოდება ყველასთვის:

"ჩვენ დღეს ამ საგანგებო სხდომაზე შევიკრიბეთ, რადგან უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ ვერ შეასრულა მშვიდობისა და უსაფრთხოების მცველის როლი. ასე რომ ახლა ყველაფერი ჩვენზე, გენერალურ ასამბლეაზეა დამოკიდებული, სადაც ყველას გვაქვს ხმის მიცემის თანაბარი უფლება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გაერთიანებული ერი ახორციელებს იმ მიზანს, რისთვისაც ის შეიქმნა. გაეროს წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება, სხვა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს წესდების 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიას.

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამომაფხიზლებელი მოწოდება ყველასთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი სცენარის თავიდან აცილება, რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინაში ვერ მოხდა. უდანაშაულო ხალხი - ქალები და ბავშვები იხდიან ყველაზე დიდ საფასურს. გაეროს ქარტიაში დაცული ძირითადი პრინციპები, ჰელსინკის აქტი და ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებები, მოლაპარაკებებსა და გადახედვას არ ექვემდებარება არცერთი ქვეყნის მიერ, განურჩევლად იმისა, თუ რამხელა და რა ძალაუფლება აქვს.

ტერიტორიის დაუფლება ძალის მიერ ან მუქარით - უკანონოა. საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, გამოიყვანოს თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინიდან. მისცეს საშუალება, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას, იყოს წვდომა ყველგან, სადაც ეს აუცილებელია,"- განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა. 

დღის ამბები