27 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რამდენიმე დღეში, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შედგება

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რამდენიმე დღეში, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შედგება.

ამის შესახებ თითქმის 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებს შორის მოიძებნა შეხების გარკვეული წერტილები, "რომელთა ირგვლივ შეიძლება საერთო პოზიციების პროგნოზირება".

უკრაინის წარმომადგენლის, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, მხარეები პირველი რაუნდის შემდეგ კონსულტაციებს საკუთარ ხელისუფლებებთან გაივლიან, განხილვის მთავარი თემა კი, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იყო.

 

დღის ამბები