27 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
"ეს ომი უკრაინაში აირჩია ადამიანმა, რომელიც ახლა ბუნკერში ზის, ჩვენ ვიცით რა დაემართა ადამიანს, რომელიც იჯდა ბუნკერში 1945 წლის მაისში" - სერგეი კისლიცა

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა დაიწყო, რომელზეც რუსეთის აგრესიის დაგმობის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. სპეციალური სესიის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება  უშიშროების საბჭომ კვირას მიიღო.

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის სერგეი კისლიცას განმარტებით, ასეთი სესიის გამართვა აუცილებელია იმიტომ, რომ რუსეთმა უშიშროების საბჭოს ნება არ მისცა ისე ემოქმედა, როგორც საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

გაეროს გენერალური ანსამბლეის საგანგებო სხდომაზე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი შეფასდა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად. ასევე იმ პრინციპების დარღვევად, რის გამოც შეიქმნა გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

საგანგებო სხდომაზე დასაწყისშივე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი, მან დაუყოვნებლივ მოსთხოვა რუსეთს ომის შეწყვეტა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში თქმით ომი არის დესტრუქცია და ადამიანების ტანჯვა.

"უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, ის მთელს ქვეყანაში მძინვარებს, როგორც ჰაერიდან ასევე ხმელეთიდან და ზღვიდან. ეს უნდა შეწყდეს ახლა. რუსული სარაკეტო და საჰაერო დაბომბვა უკრაინის ქალაქებს თავს ესხმის, როგორც ღამით ასევე დღისით. დედაქალაქი კიევი ყველა მხრიდან გარშემორტყმულია. მუდმივი თავდასხმების ფონზე კიევის 3 მილიონი მაცხოვრებელი იძულებულია ეძიოს უსაფრთხოება საკუთარ სახლებში და ქალაქის მეტროებში.

უკრაინის მთავრობა მოსახლეობას საკმაოდ დიდი რაოდენობის იარაღი დაურიგა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დაცვაში. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის საზღვარი 500 000 ადამიანმა დატოვა. ეს ესკალაციური ძალადობა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების დაღუპვას იწვევს სრულიად მიუღებელია.

გუშინ რუსული ბირთვული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოვიდნენ, ეს მოვლენების საშიში განვითარებაა, იდეა ბირთვულ კონფლიქტზე უბრალოდ წარმოუდგენელია, ვერაფერი გაამართლებს ბირთვული იარაღის გამოყენებას," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

სიტყვით გამოვიდა ასევე უკრაინელი დიპლომატი სერგეი კისლიცა, რომელმაც ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს შეადარა.

"ეს ომი არ იყო პროვოცირებული, ის აირჩია ადამიანმა, რომელიც ახლა ბუნკერში ზის. ჩვენ ვიცით რა დაემართა ადამიანს, რომელიც იჯდა ბუნკერში 1945 წელის მაისში.

დღეს გლობალური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ან კიდევ უფრო მეტად, მაშინ, როდესაც პუტინმა ბირთვულ ძალებზე განსაკუთრებული რეჟიმი გამოაცხადა. ეს სიგიჟეა, თუ მას თავის მოკვლა სურს, არ სჭირდება ბირთვული არსენალის გამოყენება.

მან უნდა გააკეთოს ის, რაც ბერლინში ბუნკერში მყოფმა ყმაწვილმა გააკეთა 1945 წლის მაისში,"- აცხადებს სერგეი კისლიცა.

სხდომაზე გამოვიდა ასევე საქართველოს წარმომადგენელი. კახა იმნაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეუიარაღებული ძალები უკრაინიდან და საქართველოდან.  

დღესვე ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენელმა. მან დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები და უკრაინიდან უპირობოდ გასვლა რუსული შეიარაღებული ძალების. დიპლომატმა ახსენა საქართველოს და მოლდოვაც, რომლებიც  რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. 

 

 

ძალიან მწვავე გამოსვლა ჰქონდა ბრიტანეთის მისიის ხელმძღვანელს. მან თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით "სლავა უკრაინა" 

დღესვე გამოვიდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და მან ომის დაწყებაში ისევ უკრაინა დაადანაშაულა. მისივე თქმით ხალხი უკრაინის მიმართ განიცდიდა ტანჯვას სეპარატისტულ რეგიონებში.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა რეზოლუცია რუსეთის აგრესიის დაგმობის შესახებ, რასაც მხარი დაუჭირა 15-დან 11-მა წევრმა. წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა, სამმა ქვერყანამ თავი შეიკავა. ვინაიდან, რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მან ვეტოს უფლებით ისარგებლა და რეზოლუცია დაბლოკა. ახლა მის მის 

დღის ამბები