უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაბლოკა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტები უკრაინის დაბომბვისთვის კოორდინატებს იღებდნენ.
სპეცსამსახურების კიბერსპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ეს რესურსი იყო ერთ-ერთი წყარო რუსული დაზვერვისთვის, უკრაინის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების განსახორციელებლად.
ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.