27 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ბოლო მონაცემებით, 281 000 ადამიანია შესული პოლონეთში, 84 500-ზე მეტი უნგრეთში, დაახლოებით 36 400 მოლდოვაში, 32 500-ზე მეტი რუმინეთში და დაახლოებით 30 000 სლოვაკეთში. დანარჩენების ადგილმდებარეობა იდენტიფიცირებული არ არის.

დღის ამბები