27 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი, საქართველოს პოზიციაც აშკარაა - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარის შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

დეგნანის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი და ამ სიტუაციაში საქართველოს პოზიციაც აშკარაა. 

""მინდა მკაფიოდ იქნას გამოხატული აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. შეშფოთებული ვარ ომით, კრიზისით, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. უმარავი ადამიანი დაზარალდა ამით. ეს არის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა და ჩვენ ყველანი ვხედავთ როგორ გმირულად აღუდგა ამ შემოჭრას უკრაინა. მისი რეაგირება მართლაც შთამაგონებელია თითოეული ჩვენგანისთვის. საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი და უპირისპირდება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. მათ შორის, საქართველომაც მკაფიოდ დააფიქსირა და დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ რეაგირება და მხარდაჭერას ქართული საზოგადოების, მთავრობისა და ბიზნესის მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა და ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანობას," - განაცხადა კელი დეგნანმა," - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები