27 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ელჩი უკრაინაში მყოფი მოქალაქეებს - გიორგი ზაქარაშვილი "კურიერს" ბუნკერიდან ჩაერთო

რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ელჩი უკრაინაში მყოფი მოქალაქეებს - გიორგი ზაქარაშვილის "კურიერს" კიევიდან, ერთ-ერთი ბუნკერიდან ჩაერთო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების წესებს კიდევ ერთხელ ახსენებს. 

"სასურველია ისინი იმყოფებოდნენ სახლში, თავი შეიკავონ ზედმეტი გადაადგილებისგან, ვინაიდან არის მაღალი რისკი.

იმ შემთხვევაში, როდესაც არის განგაში, უნდა ჩავიდნენ მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე შესაბამის თავშესაფარში. ამ შემთხვევაში, კიევში არსებული თავშესაფრის მისამართები გამოქვეყნებულია ქალაქის მერიის ვებგვერდზე.

თუ ისინი აუცილებლად თვლიან წასვლას უკრაინიდან, უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე რამ: გადატვირთულია უაღრესად ყველა გზა საზღვრისკენ და ასევე, არის რამდენიმე კილომეტრიანი და მრავალ საათიანი რიგები პუნქტების გადაკვეთაზე," - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა

დღის ამბები