27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
უკრაინა საკუთარი პრინციპების გამო იმყოფება თავდასხმის ქვეშ - სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები სოლიდარულია უკრაინის მიმართ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ნედ პრაისის თქმით, რუსეთი ბრუტალურად დაესხა თავს მეზობელ უკრაინას. ისე, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში მოხდა. ვაშინგტონი აწესებს პუტინის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს.

"ამერიკელები მხარს ვუჭერთ უკრაინელებს ამ მძიმე წუთებში. ეს ბრუტალური თავდასხმაა მილიონობით ადამიანზე. ეს არის საშიში მომენტი ევროპისთვის. უკრაინა საკუთარი პრინციპების გამო იმყოფება თავდასხმის ქვეშ. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინელებს გამბედაობისკენ და სიმტკიცისკენ . მათ ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავები და გაანადგურეს მათი ტანკები. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ემუქრებიან უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს დახოცვით, თუ არ დანებდებიან. ეს კი კრემლის ტაქტიკაა.

რუსეთი 2008 წელსაც შეიჭრა საქართველოშიც და განაგრძობს მის ოკუპაციას. შემდეგ კი 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყირიმი უკრაინაა. ვაცხადებთ - არა ომს! პუტინმა უარი თქვა მოლაპარაკებასა და დიალოგზე და აარჩია ომის გზა. ჩვენ ვდგავართ პარტნიორების გვერდით და სანქციებს ვუწესებთ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი

დღის ამბები