27 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინელ მეგობრებს ჩვენი სოლიდარობა და საქართველოს სრული მხარდაჭერა - დავით ზალკალიანი უკრაინის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოს უკრაინისთვის. 

"დღეს მთელი მსოფლიოს და ჩვენი ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინელ მეგობრებს ჩვენი სოლიდარობა და საქართველოს სრული მხარდაჭერა. კატეგორიულად მიუღებელია ის აგრესია, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა. 

მე მთელი დღის მანძილზე ვარ კავშირზე ჩემს კოლეგასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენი მიზანია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს მიმდინარე აგრესიის პროცესი. რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით.

ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს აგრესია მიუღებელია. ჩვენი უკრაინელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მძიმე ფორმებით არ განვითარდეს. 

ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ჰუმანიტარულად,"-აცხადებს ზალკალიანი.

დღის ამბები