27 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. 

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ცივილიზებული სამყაროსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, უკრაინის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში.

რუსეთის ეს ქმედება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორებაა. გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის, სტუდენტებისა და ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები