კიევთან ახლოს, ჰოსტომელის აეროპორტი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს. Unian-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოსტომელის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის 20 (KA-52 და Ми-8)ვერტმფრენი დაეშვა. იყო შეტაკებები.
პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებდა, რომ ჰოსტომელში მტრის დესანტი იბლოკებოდა და ჯარს მისი განადგურება დაევალა.