27 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ეს არის თავდასხმა თავისუფალ ევროპელ ხალხზე, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე მთელ მსოფლიოში - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რუსეთის თავდასხმის ფონზე,  უკრაინას და უკრაინელ ხალხს, სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელს დასავლეთ ევროპაზე. 
 
"დიპლომატიურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის ბარბაროსული თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მხრიდან, რომელიც აუცილებლად იქნება წარუმატებელი. მე მოვუწოდებ პუტინს, შეწყვიტოს თავდასხმა, რადგან რუსი ჯარისკაცები დაკარგავენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას - ეს არის პუტინის ტირანული რეჟიმის შედეგი. მივმართავ უკრაინელებს - ამ რთულ მომენტში ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენო ოჯახებისთვის და ვართ თქვენს მხარეს. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს, მე ვიცი, რომ უკრაინაში დადგება ნათელი დღეები, რადგან მიუხედავად ბომბების, რაკეტებისა და ტანკებისა, არ მჯერა, რომ რუსული დიქტატურა ოდესმე დათრგუნავს უკრაინის ეროვნულ აღმაფრენას და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი. 
 
ბრიტანელი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ და ჩვენთან ერთად არიან მოკავშირეები მსოფლიო მასშტაბით, ვითანამშრომლებთ მათთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის აღდგენა, რადგან ეს აქტი არის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ აგრესია დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ დასავლეთ ევროპაში და მთელს მსოფლიოში. ეს კრიზისი არის თავდასხმა თავისუფალ ევროპელ ხალხზე რომელთაც აქვთ უფლება, აირჩიონ  საკუთარი მომავალი და ეს ის უფლებაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ყოველთვის დაიცავს,"-განაცხად ბორის ჯონსონმა. 
 
დღის ამბები