27 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
მიუნხენის კონფერენციაზე უჩვეულო გარემო იყო, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შემცირებული, ძალიან დაბნეულობა შეიმჩნეოდა - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს მიუნხენის კონფერენცია განვითარებული მოვლენებს გამო უჩვეულო გარემოში და შემცირებული წარმომადგენლობებით გაიმართა. საქართველოს პრემიერმა "ღამის კურიერში" უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული რთული სიტუაციისა და გამოწვევების ფონზე პრეზიდენტი ზელენსკი თავშეკავებას ინარჩუნებს:

"მიუნხენის კონფერენციაზე უჩვეულო გარემო იყო. წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შემცირებული. ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და შესაბამისად ძალიან დაბნეულობა შეიმჩნეოდა ამ მიმართულებითაც.

ჩვენ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ სიმტკიცეს და მშვიდობას. უნდ აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან თავშეკავებულია ამ სიტუაციაში. მიუხედავად დიდი გამოწვევისა, რომელიც მისი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები