რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ადამიანები უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ქუჩაში დგანან პლაკატებით, სადაც კრემლის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა წერია - მოქალაქეებს სურთ, უკრაინასთან ომი შეწყდეს.
როგორც რუსული დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტი "ოვდ-ინფო" წერს, მოსკოვში 23 თებერვალს პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა.
ომის წინააღმდეგ სხვადასხვა ასაკის ადამიანები გამოდიან.
"ჩემი ნათესავები ცხოვრობენ უკრაინაში! არა ომს!", "მშვიდობიანი მოლაპარაკებები საზღვარზე ტანკების ნაცვლად", "პუტინი ფსკერისკენ მიგვათრევს," - წერია პლაკატებზე, რომელიც მოქალაქეებს ხელში უჭირავთ.