27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
იქცევა თუ არა კიევი ფრონტის ხაზად - უკრაინა ომის მოლოდინშია და საგანგებო მდგომარეობის პირობებით ცხოვრობს

უკრაინა ომის მოლოდინშია და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის პირობებით ცხოვრობს. ადგილობრივებისთვის საზღვრების პუტინისეული "აღიარების" შემდეგ სამხედრო შეტაკებების კონტურები კიდევ უფრო გამოიკვეთა. ფიქრობენ, რომ მცირე თუ ფართომასშტაბიანი შეტაკებები აღმოსავლეთ ევროპაში გარდაუვალია, თუმცა დიპლომატიური ფრონტიც ჯერ კიდევ ეიმედებათ. საგანგებო რეჟიმის ამოქმედება დამატებითი ტვირთია მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დაწესება უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას მოჰყვა. სპეციალური რეჟიმი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღით გამოცხადდა, დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონების გარდა. თავდაცვის საბჭოს მდივანი არ გამორიცხავს, რომ კომენდანტის საათიც დაწესდეს. შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება და დაიწყება მოქალაქეების შემოწმება.

უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა მოწინააღმდეგეც გააფრთხილა, რომ რისკები გათვლილია და ჯარიც მზადაა საპასუხო მოქმედებებისთვის.

კიევი საკუთარ მოქალაქეებს ოკუპანტი რუსეთიდან გასვლისკენ მოუწოდებს. რადამ კი პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინელებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასა და თავდაცვის მიზნის მოქმედების უფლებას აძლევს. რუს ჯარისკაცებს ყვავილებით რომ არ დახვდებიან - ეს უკრაინელი დეპუტატის ემოციური გამოსვლის მთავრი სათქმელი იყო.

იქცევა თუ არა კიევი ფრონტის ხაზად - ეს ჯერ არავინ იცის. მსოფლიო დილემაა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი, მშვიდობის სასარგებლოდ გადაწყდება თუ ომის.

დღის ამბები