27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიოს, 2008 წელს საქართველოში დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ

უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს მსოფლიოს, 2008 წელს საქართველოში დაშვებული  შეცდომები არ გაიმეორონ. განცხადება მან ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. უკრაინის პრტეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ გაწყვიტონ. 

"რუსეთის ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაა გამოწვევა. უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების საკითხი წყდება. ევროპა და მსოფლიო ვერ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა დაშვებული საქართველოში.

მოვითხოვთ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მივიღე დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომელშიც გათვალისწინებულია რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა, მე ამ და სხვა საკითხებსაც განვიხილავ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები