ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევად აფასებს.
"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები რეაგირებენ ერთიანობით და მტკიცე სოლიდარობით." - წერს შარლ მიშელი twitter-ის გვერდზე.