რუსეთის პრეზიდენტის მიერ, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტზე ხელის მოწერას გამოხმაურებები მოჰყვა კიევში.
უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ იყო და აცხადებენ, რომ საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
"მე არ ვარ ჯარისკაცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას. მე ვარ უკრაინელი და უკრაინა ჩემი იდენტობის დიდი ნაწილია და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო მას. ვიმედოვნებ, რომ ომი არ დაიწყება. მე ჩემი დოკუმენტები, პასპორტი სულ თან მაქვს. მაღაზიაშიც რომ გავიდე 15 წუთით, მაშინაც კი. ჩვენ გვეშინია, რადგან არ ვიცით რას ველოდოთ. ყველაფერი კარგად უნდა იყოს,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ომი არ უნდათ და შეშინებულები არიან.
"ჩვენ არ გვინდა ომი. ეს არის ჩვენი ქვეყანაა და ძალიან სამწუხაროა რაც ხდება.. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ მე ძალიან მეშინია. არ ვარ მზად რომ ვნახო, თუ როგორ იღუპება ხალხი“ - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
პარალელურად, კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა გრძელდება.