პუტინი დონეცკსა და ლუგანსკს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებს, ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მან აღიარების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
პუტინმა რუსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოს მიმართა მხარი დაუჭიროს მის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
"აუცილებლად მივიჩნევ მივიღო დიდი ხნის წინ მისაღები გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ მივიღო დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ვთხოვ, რუსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოს მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების რატიფიცირებას ორივე რესპიბლიკასთან.
ეს ორი დოკუმენტი დამზადებული და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში.
ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.