27 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
"დეესკალაცია უნდა მოხდეს, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს, ევროკავშირმა უნდა უთხრას რუსეთს, რომ უკრაინა ჩვენი ნაწილია" - დმიტრო კულება​

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მთავარი უკრაინის უსაფრთხოებაა და ამასთან დაკავშირებით ქვეყანამ გარანტიები უნდა მიიღოს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს და დეესკალაცია უნდა მოხდეს.  

დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი მაინც უნდა ამოქმედდეს.  

"მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი მაინც უნდა ამოქმედდეს. ასევე, მოვითხოვეთ ევროპული პერსპექტივები. ევროკავშირი დაიწყებს საკონსულტაციო სამხედრო საწვრთნელ სწავლებას უკრაინაში, ეს ჩვენს ურთიერთობაში ახალი ელემენტია. ეს გადაწყვეტილება უცნობია, როდის შევა ძალაში, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა. ეს ახალი გვერდია, რაც ჩვენს შორის გადაიშალა ამ კრიტიკულ მომენტში. ევროკავშირი ასევე დაგვეხმარება კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისითაც. უკრაინის უსაფრთხოება პრიორიტეტია და ამაზე გარანტიები უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე დე ესკალაცია უნდა მოხდეს, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს. ევროკავშირმა უნდა უთხრას რუსეთს, რომ უკრაინა ჩვენი ნაწილია," - აცხადებს დმიტრო კულება.

პარალელურად, დღეს ევროპის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციები კიდევ ხუთ ადამიანს დაუწესეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინაში მონიტორინგის სამხედრო საწვრთნელ მისიას გააგზავნის, თუმცა, დეტალები უცნობია.

დღის ამბები