27 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარების პერსპექტივაში" - ღია საზოგადოების ფონდმა კვლევითი ნაშრომის პრეზენტაცია გამართა

"მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარების პერსპექტივაში" - ღია საზოგადოების ფონდმა კვლევითი ნაშრომის პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში საერთაშორისო მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მექანიზმებზე და იმ კრიტერიუმებზეა საუბარი, რასაც მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ. ნაშრომის მიზანია, ორგანიზაციის ანალიტიკური მიგნებები საფუძვლად დაედოს საქართველოს სასამართლოს შტოს. 

"ის, რომ ძირეული რეფორმა განხორციელდეს, ჩვენი აზრით, საჭიროა დღეს მოსამართლეთა კონკურსში არსებული მოსამართლეები დაექვემდებარონ სპეციალურ გადამოწმებას, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოწმდეს თუ რამდენად აკმაყოფილებს მოსამართლე თანამდებობაზე ყოფნის კრიტერიუმებს, ანუ რამდენად არის იგი კეთილსინდისიერი და რამდენად არის კვალიფიციური," - აცხადებს  "ღია საზოგადოების ფონდის" ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, გიორგი ჩიტიძე.

განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

"ძალიან ბევრი აქვს კვლავ გასაკეთებელი სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ რომ არ შეიძლება გაჩერება და ეს კვლევა, მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ არის ძალიან არსებითი და საჭირო დღეისათვის, რომ მუდმივად შესწავლა ხდებოდეს იმ პრობლემების, რაც სასამართლოშია," - აცხადებს  ნაზი ჯანეზაშვილი.  

თავის მხრვიმ, განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ნებისმიერი შენიშნვა სიღრმისეულად უნდა იქნეს განხილული. 

"შეტევა სასამართლოსთან მიმართებაში დაიწყო მას შემდეგ, რაც კუბლაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა დატოვა თავის პოსტი და სასამართლომ მოახერხა და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ყოველგვარ სპეკულაციას, ინსინუაციას, რასაკვირველია, პოლიტიკური სარჩული უდევს. თუმცა, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი შენიშვნა უნდა იქნეს განხილული სიღრმისეულად," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

დღის ამბები