27 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
32 გარდაცვლილი და 4 775 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში საგრძნობლად შემცირდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და 4 775 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242  პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -18 351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  11 329, PCR ტესტით -  7 022.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის  მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  26,02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31,28%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 29,97.

სულ აცრილია -2 797 346, დღიურად აცრილია - 342.

დღის ამბები