27 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ხმაური კასპის საკრებულოში - ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ხმაურია კასპის საკრებულოში - სხდომა, რომელზეც მუნიციპალური ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და სხდომის ჩაშლა სცადეს, ამან კი დაპირისპირება გამოიწვია. 

შენობა ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა დაატოვებინეს - მათ საკრებულოს შესასვლელ კარს სიმბოლურად ბოქლომიც დაადეს.
 
დღის ამბები