კანადის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ესპანური თევზსაჭერი გემის ჩაძირვას მსხვერპლი მოყვა.
ბორტზე სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 9 პირის ცხედარი მაშველებმა იპოვეს, 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ჩაძირვის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ესპანეთის პარლამენტმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.