27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, NATO-ს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ NATO-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს.

"მე მქონდა შეხვედრა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ის არის NATO-ში პირველი სამხედრო პირი, საქართველოს დიდი მეგობარი. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და რა თქმა უნდა ყველა იმ პრინციპულ საკითხში ჩვენ ვართ ერთიანები და არ დაიხევს უკან როგორც NATO თავისი მიზნების და გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღის ამბები