27 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
თბილისის დიდ ნაწილს 17 თებერვალს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 17 თებერვალს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქუჩების ჩამონათვალი:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების, კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I კვარტლის (ნაწილობრივ) და საცხენისის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, დიდი ხეივნის დასახლების, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის, შავიშვილის, დიდი ხეივნის, დიმიტრი გულიას, ბადაგის, გულუას, კოტე აფხაზის (ნაწილობრივ), ხეივნის, ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის, საბატონოს, კრწანისის, კალანდაძის, მელქაძის,  წინანაურის, ორთაჭალის, ბერძნის, თორთლაძის და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები