27 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ" - უკრაინის ელჩი საქართველოში

საქართველოში უკრაინის ელჩმა ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განცადება გააკეთა და თქვა, რომ არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე იყვნენ ნატო-ს წევრები. 

როგორც უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი აცხადებს, ეს ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია.

"ნებისმიერ აგრესიას და მუქარას სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - "ძალა ერთობაშია”. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატო-ში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის,“ - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ღონისძიებას დავით ზალკალიანი და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. მმართველი გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

"საქართველო რა თქმა უნდა, არის უკრაინის გვერდით, ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას  და სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გსურს და მხარს ვუჭერთ ვითარების დე ესკალაციას და უკრაინის უფლებას, რომ მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მშვიდობა იქნება გარანტირებული,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

დღის ამბები