ჯასტინ ტრუდოს განაცხადებით, კანადა უკრაინას 6,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ ტო "როიტერი" წერს.
ამას გარდა, კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.
"კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება," - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარება უკვე გაუგზავნა.