27 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები