27 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
როგორი იქნება "ოცნების" გადაწყვეტილება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით - საკითხზე უმრავლესობა საღამოს იმსჯელებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავს იკავებს კონკრეტული კომენტარისგან სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. 

"ჩვენ ორჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება 60 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შენარჩუნების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაწერეს შესაბამისი განცხადებები აცდენდნენ სხდომებს. დღეს მესამედ განიხილება სამი დეპუტატის შემთხვევაში ასეთი საკითხი, ჩვენ საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე, კონკრეტული კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება,"-აცხადებს კობახიძე. 

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, კი ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს უნდა შეუწყდეთ მანდატები, ხოლო ბადრი ჯაფარიძის საკითხზე მსჯელობაა საჭირო. 

"ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაში, არის მისი ინიციატივა და მისი სურვილი, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ უნდა დაუკმაყოფილდეს, შალვა ნათელაშვილის შემთხვევაშიც შეუსაბამობაა რეგლამენტთან, წესებთან, რაც აქვს პარლამენტს. პირადად მე თუ მეტყვით, ორ ადამიანს, მგონია, რომ უნდა შეუწყდეს, ბატონ ჯაფარიძესთან დაკავშირებით კი არის გარკვეული შეუსაბამობა, ვიმსჯელებთ გუნდში და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს ზარქუა. 

სეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მმართველმა გუნდმა უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. საკითხზე კენჭისყრა კი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები