პეკინში მიმდინარე ზამთრის 24-ე ოლიმპიადაზე, ფიგურულ სრიალში საქართველოს წარმომადგენლების, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა წარმატებით იასპარეზა.
ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადაზე რიტმულ ცეკვებში გამოვიდნენ. ჟიურიმ მარიასა და გიორგის გამოსვლა 67.08 ქულით შეაფასა, რაც ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
თავისუფალი ცეკვები 14 თებერვალს გაიმართება და ფინალურ ეტაპზე გამოსვლას 23-დან 20 წყვილი განაგრძობს.