27 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 13 თებერვალს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ჯავახეთის, ქიზიყის, სამგორის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელის, ჩაჩავას, ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები