27 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
"რატომ აღარ ვწერ ლექსებს" - დიანა ანფიმიადის კრებული The Guardian-ის "საუკეთესო თანამედროვე პოეზიის" ხუთეულშია

მითოლოგიური მოტივები, ენობრივი და თემატური სიჭრელე. ქართველი ავტორის პოეტურმა ტექსტებმა ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემის კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო.

დიანა ანფიმიადის კრებული "რატომ აღარ ვწერ ლექსებს" The Guardian-ის "საუკეთესო თანამედროვე პოეზიის" ხუთეულშია.

ინგლისურად ნათარგმნი ქართული ლექსები ბრიტანული წიგნის მაღაზიების თაროებს სულ მალე დაიკავებს, მანამდე კი ქართველი პოეტით აღფრთოვანებული საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე გამოცემა Guardian, დიანა ანფიმიადთან მომავალ თვეში ინტერვიუსაც გამოაქვეყნებს.

გარდა გამოცემისა ქართველი ავტორებს ხშირად იწვევენ საზღვარგარეთ მკითხველთან შესახვედრად. ამ ეტაპზე დიანა ანფიმიადი შოტლანდიისა და ინგლისის 5 სხვადასხვა ქალაქში გასამგზავრებლად ემზადება.

 

 

 

დღის ამბები