საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს, ასეთი შედეგით დასრულდა შეხვედრა მთვარობის ადმინისტრაციაში. კანონპროექტის ავტორებმა, საფინანსო დარგის ექსპერტებმა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანცელარიაში 2 საათის განმავლობაში იმსჯელეს. შეხვედრას ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო მომსახურებას, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, არ გაუარესებულიყო, არამნედ პირიქით გაუმჯობესებულიყო.
"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ მომსახურებას, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესებულიყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით განისაზღვროს მაქსიმალური ზღვარი საპენსიო გასაცემლებზე და მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული 26% ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა,"- აცხადებს ლევან დავითაშვილი.