27 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
"ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა" - ჯო ბაიდენი მსოფიო ომის საშიშროებაზე ალაპარაკდა 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, რადგან იქ, შესაძლოა, სიტუაცია მალე მწყობრიდან გამოვიდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა: "არ არსებობს".

"როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ,"-განაცხადა ბაიდენმა.

ამასობაში, რუსეთი უკრაინის როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვრებთან - სამხედრო ძალის მობილიზებას განაგრძობს. კიევის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა მანევრირებისთვის აზოვისა და შავი ზღვების საერთაშორისი წყლები მთლიანად დაბლოკეს. რუსეთის საზღვაო წვრთნები მომავალ კვირას უნდა დაიწყოს.

დღის ამბები