27 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ამას გადავწყვეტ მე, ხმალაძე მივა იქ სადაც საჭიროა და როცა საჭიროა - კახა კალაის პასუხი ენმ-ს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოში თბილისის ვიცე მერი და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი დაიბარა, თუმცა წარმომადგენლობით ორგანოში არც ერთი არ მივიდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ძირითადი კითხვები ქალაქში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით აქვთ, ისინი მერიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.

ირაკლი ხმალაძე მივა იქ სადაც საჭიროა - ასე პასუხობს ოპოზიციას ქალაქის მერი კახა კალაძე.

"ამას გადავწყვეტ მე, ხმალაძე მივა იქ სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს ტყუილია, ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან ბევრჯერ მოხვდათ მათ ამ ტყუილისთვის ცხვირ-პირში სიმართლე. შესაბამისად თქვენ ვერ ვნახავთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც უკანონოდ ხორციელდება, რომელსაც არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდან. მე ვარ ის მერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და უკანონო მშენებლობა გაიყვანა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები